წულუკიანი მიიჩნევს, რომ კობახიძე არაადეკვატურია და ერთი სული აქვს როდის დაემხობა მთავრობა – სუს-ის მორიგი სკანდალური ჩანაწერი

“წულუკიანი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძე არაადეკვატურია და ერთი სული აქვს როდის დაემხობა მთავრობა” -მორიგი სკანდალური ჩანაწერი სუს-ის საიდუმლო ფაილებიდან, რომელიც თეა წულუკიანს ეკუთვნის.

გავრცელებული ჩანაწერები 2018 წლით თარიღდება და ირკვევა, რომ წულუკიანი გირგი კვირიკაშვილის პრემიერობით უკმაყოფილოა. ის ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენების გამო და მიზეზად მიხეილ სააკაშვილის ბრალი მოჰყავს. წულუკიანი ამბობს, რომ ის იყო პროკურორი, რომლის ბრალის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის და თუ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა, ეს ხელისუფლებისთვის მძიმე დარტყმა იქნება, რადგან წულუკიანი ფიქრობს, რომ მესამე პრეზიდენტს დისკუსიაში ვერავინ მოუგებს.

წინა სტატიაშიელისაშვილი – ნიკა მელიას გადასაწყვეტია, უნდა თუ არა დეპუტატობა, ძალით ხომ არ ეტყვი, გინდა თუ არა დეპუტატი იყავიო
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია – არ მგონია გახარია “კოკაინშიკი” იყოს