იაგო ხვიჩია – არ მგონია გახარია “კოკაინშიკი” იყოს

“ქართული ოცნება” სპეციფიური პარტიაა – შეიძლება ერთადაც გასინჯეს (კოკაინი) და ერთმანეთს აძახებენ,- ასე გამოეხმაურა პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის” წარმომადგენელი იაგო ხვიჩია ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიასადმი გაკეთებულ შეფასებას.

“არ ვიცნობ “ქართული ოცნების” შიდა ინფრასტრუქტურას, მათ შიდა ხუმრობებს, მიმართვის წესებსა და ასე შემდეგ. ზოგადად, არ მგონია გახარია “კოკაინშიკი” იყოს, მაგრამ ვიღაც რომ კოკაინს გასინჯავს ამის გამო “კოკაინშიკი” ეძახო, არც ეს მგონია სწორი. “ქართული ოცნება” სპეციფიური პარტიაა – პარტიის შიგნით უცნაური ხუმრობა აქვთ ერთმანეთთან, რასაც ბოლომდე ვერ ჩავწვდებით”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი მიიჩნევს, რომ კობახიძე არაადეკვატურია და ერთი სული აქვს როდის დაემხობა მთავრობა – სუს-ის მორიგი სკანდალური ჩანაწერი
შემდეგი სტატიაელისაშვილი – გახარიას ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ნარკოტესტზე კამპანიას სალაპარაკოდ არ გავხდიდი