წულუკიანი – კარგი იქნება თუ სააკაშვილი ამ ქვეყანას დაანებებს თავს

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილს ეთანხმება, რომ მისმა გადაწყვეტილებებმა და “ოცნების” გუნდმა მოიტანა “პიროვნების კულტისა და მესიანიზმის ტრადიციის დასრულება”. მას არც მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დავიწყებია და განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ ის ქვეყანას თავს დაანებებს.

“მეორე მხარეს გვყავს კრიმინალი სააკაშვილი, მისი ჯგუფი და კარგი იქნება თუ სააკაშვილი როგორღაც ამ ქვეყანასაც დაანებებს თავს და მიხედავს იმ ქვეყანას რომლის მოქალაქეც არის და იქაურ პოლიტიკაში მიიღებს მონაწილეობას, იქნებ იქ მაინც მიაღწიოს წარმატებებს”, – თქვა თეა წულუკიანმა.

ივანიშვილმა დღევანდელ წერილში აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თავიდან ბოლომდე, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე ერთპიროვნულ ლიდერზეა დამოკიდებული. მისი აზრით, თუ სააკაშვილი საჯარო სივრცეს ჩამოშორდება პარტია ჩამოიშლება.

banner
წინა სტატიაში15 ივნისიდან საქართველოსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება
შემდეგი სტატიალომჯარია – თვითმხილველებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ჩაირიცხნენ პანსიონში, გასული წლის დეკემბერში, თუმცა, არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტაციაში ბავშვები არ ჩანდნენ