წულუკიანი: გვეუბნებიან, შეგვირიგდითო, მაგრამ მათ შერიგება პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა სთხოვონ, ვისაც შვილები მოუკლეს

„გვეუბნებიან, შეგვირიგდითო, მაგრამ მათ შერიგება პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა სთხოვონ, ვისაც შვილები მოუკლეს, ვინც ციხეებში სცემეს, ვისაც მორიგეობით აძინებდნენ საკნებში და ვისაც ჯანმრთელობა სამუდამოდ შეურყიეს; იმ ადამიანებს, ვისაც ე.წ ბუნტის დროს, ორთაჭალის ციხეში ძმები და შვილები ჩაუხოცეს. აი, პირველ რიგში, მათ უნდა სთხოვონ შერიგება-პატიება, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ პატიება რომც ითხოვონ და მეორე მხრიდან ამ თხოვნას პატიება მოჰყვეს, რა თქმა უნდა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ბოროტი ძალა ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, მეორე მხარეს მდგომი პოლიტიკოსები, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხალხმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს და ეს არ მოხდეს. ეს არის სწორედ ის, რაც თავიდან უნდა ავიცილოთ. ანუ, წარსულში დაბრუნება“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„მაშინ, ბევრ ადამიანს სწამდა, რომ „ვარდების რევოლუცია“ სიკეთეს მოუტანდა, მაგრამ ბევრის იმედი გაუცრუვდა და შემდეგ, ჩვენ ვნახეთ უბედურებების კასკადი – მოკლული ხალხი, გაუპატიურებული პატიმრები და დაჩაგრული სასამართლო, რომელიც პირდაპირ ასრულებდა მაშინდელი იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორის, ადეიშვილის დავალებებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა წოწერია: მეორე ტური დასრულდება ,,ქართული ოცნების” სასარგებლოდ და ეს იქნება ზუგდიდის და ზუგდიდელების გამარჯვება
შემდეგი სტატიაწულუკიანი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხრა წლის თავზე ვეღარ შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება, ჩვენ კი ეს შევძელით