მამუკა წოწერია: მეორე ტური დასრულდება ,,ქართული ოცნების” სასარგებლოდ და ეს იქნება ზუგდიდის და ზუგდიდელების გამარჯვება

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს კარდაკარის პრინციპით განაგრძობს, მამუკა წოწერია ამჯერად სოფელ რუხში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის განცხადებით, ის მოსახლეობა ვინც „ქართულ ოცნების“ კანდიდატის პირველივე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებული იყო და ამიტომაც არჩევნებში არ მისულა ახლა მობილიზებულია და ღირსეული არჩევანი გასაკეთებლად მზაობას გამოხატავს.

„სოფელ რუხში მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გავმართეთ. ბევრი მათგანი აფიქსირებს, რომ არ მიუღია პირველი ტურის არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ახლა არის მობილიზებული იმისათვის, რომ გააკეთოს ღირსეული არჩევანი. აქედან გამომდინარე ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მეორე ტური დასრულდება ,,ქართული ოცნების” სასარგებლოდ და ეს იქნება ზუგდიდის და ზუგდიდელების გამარჯვება“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

წინა სტატიაშითავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს – სამოქალაქო აქტივისტები რუსთავში, მე-12 ციხესთან იკრიბებიან
შემდეგი სტატიაწულუკიანი: გვეუბნებიან, შეგვირიგდითო, მაგრამ მათ შერიგება პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა სთხოვონ, ვისაც შვილები მოუკლეს