წულუკიანი არ გამორიცხავს რომ რ2–ის საქმე ახალი სიტყვა იყოს ქართულ მართმსაჯულებაში

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმე სტრასბურგის სასამართლოში უნდა განიხილონ.

როგორც თეა წულუკიანმა “იმედის” ეთერში გადაცემა “პოლიტიკაში” განაცხადა, მოსამართლე ურთმელიძემ ჩაატარა ტესტი და საინტერესოა როგორც შეფასდება ის სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი, სტრასბურგში.

“უნდა წავიდეს ეს საქმე სტრასბურგში. ეს ძალიან კარგი იქნება. ურთმელიძემ ჩაატარა ტესტი, რა არის უფრო საზოგადოებრივი სიკეთე. მან სასწორზე შედო სიკეთეები. მან ეს ტესტი ჩაატარა, ახლა საინტერესოა როგორ შეფასდება ეს სააპელაციო სასამართლოში და შემდეგ რას იტყვის სტრასბურგის სასამართლო. როდესაც “რუსთავი 2″-ის საქმე მშვიდობიანად დამთავრდება არ არის გამორიცხული ეს იყოს ახალი სიტყვა ქართულ მართლმსაჯულებაში”, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“გამოდის წარბშეკრული პრეზიდენტი და თითების ქნევით მოგვიწოდებს იმას, რასაც თვითონ ვერ იცავს”
შემდეგი სტატია“მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე”-რას იზამდა წულუკიანი ურთმელიძის ადგილზე?!