წლის ბოლოს წეროვანში დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცებისთვის განახლებული სარეაბილიტაციო ცენტრი იქნება

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის წეროვანში განახლებული სარეაბილიტაციო ცენტრი წლის ბოლომდე იქნება.

ამის შესახებ ლევან იზორიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ცენტრის რეაბილიტაცია თავდაცვის უწყებაში გაკეთებული ეკონომიით შეძლეს.

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს. მათთვის წლის ბოლოს წეროვანში იქნება აბსოლუტურად განახლებული სარეაბილიტაციო ცენტრი. ჩვენ ფართო საზოგადოებას მაქსიმალურ ინფორმაციას მივაწვდით ამ ცენტრის შესახებ. ეს შევძელით კონკრეტული რამით, რასაც ჰქვია ეკონომია თავდაცვის უწყებაში“, – განაცხადა იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიფოთისა და ხობის მიტროპოლიტი: ზვიად გამსახურდია არის დიდი ისტორიული პიროვნება
შემდეგი სტატია„ცენტრ პოინტის“ საქმის „მიონის“ ეპიზოდზე სასამართლო სხდომა გაიმართება