„ცენტრ პოინტის“ საქმის „მიონის“ ეპიზოდზე სასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ცენტრ პოინტის” საქმეზე “მიონის” ეპიზოდზე ბრალდებულების, მაია რჩეულიშვილისა და ქეთევან ჟორდანიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება.

როგორც რჩეულშვილის ადვოკატმა, ბოდნო ვათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის განხილვის 2 წლიანი საპროცესო ვადა 10 აპრილს იწურება, რის გამოც, მოსამართლემ მისთვის მოულოდნელად, სასამართლო პროცესი ჩანიშნა.

დღევანდელ სხდომას ბრალდებული მაია რჩეულიშვილი არ დაესწრება.

რაც შეეხება, ქეთევან ჟორდანიას, მასთან საპროცესო შეთანხმება არის გაფორმებული. ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიწლის ბოლოს წეროვანში დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცებისთვის განახლებული სარეაბილიტაციო ცენტრი იქნება
შემდეგი სტატია“ხელისუფლება ვალდებული იქნება, ბიუჯეტის 1/4 ყოველთვის მიმართოს განათლებაზე და ადამიანურ კაპიტალზე”