წყნეთის გზაზე, Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი, ლევან კაჭარავა ჩაცხრილეს

ცნობილი ხდება, რომ წყნეთის გზაზე, Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი, ლევან კაჭარავა მოკლეს, რომელსაც საზოგადოება “ტილიკას” სახელით იცნობდა. არსებული ინფორმაციით, ის მანქანაში ჩაცხრილეს.

ლევან კაჭარავა 53 წლის იყო. წლების წინ, მან ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან ერთად კომპანია
Silk Road Group დააფუძნა და მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.მას სავარაუდოდ 20 ტყვია ესროლეს.

შემთხვევის ადგილას ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

banner
წინა სტატიაშითბილისში ცნობილი ბიზნესმენი ჩაცხრილეს
შემდეგი სტატიაევროკავშირის ლიდერები თანხმდებიან, გააძლიერონ მზადყოფნა რუსული ბუნებრივი აირის შემცირებისთვის და ოფიციალური მოსკოვი ენერგოპროდუქტების იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულეს