ევროკავშირის ლიდერები თანხმდებიან, გააძლიერონ მზადყოფნა რუსული ბუნებრივი აირის შემცირებისთვის და ოფიციალური მოსკოვი ენერგოპროდუქტების იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულეს

ევროკავშირის ლიდერები თანხმდებიან, გააძლიერონ მზადყოფნა რუსული ბუნებრივი აირის შემდგომი შემცირებისთვის და ოფიციალური მოსკოვი ენერგოპროდუქტების იარაღად გამოყენებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ვროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ორდღიანი სამიტის დასრულების შემდეგ ევროპული კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენმანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერები თავიანთი ეკონომიკური პოლიტიკის საპასუხოდ მჭიდრო კოორდინირებაზე შეთანხმდნენ.

„ინფლაცია ყველა ჩვენგანის მთავარი საზრუნავია. რუსეთის აგრესიული ომი ზრდის საკვების, ენერგოპროდუქტებისა და სასაქონლო ფასს. ევროკავშირის ლიდერები თავიანთი ეკონომიკური პოლიტიკის საპასუხოდ მჭიდრო კოორდინირებაზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

ევროპული კომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპული გაერთიანების მხრიდან ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების ძიება უკვე მიმდინარეობს და გასულ წელთან შედარებით, შეერთებული შტატებიდან თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება 75%-ით, ხოლო ნორვეგიის მილსადენით გაზის მიწოდება 15%-ით არის გაზრდილი.

„უკეთესის იმედი გვაქვს, მაგრამ ვემზადებით უარესისთვის და ახლა სწორედ ეს არის ჩვენი მიდგომა. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა მოდელზე, არა მხოლოდ იმის გასაგებად, თუ როგორ შევამციროთ ენერგოპროდუქტების ფასები, არამედ შევხედოთ არსებული ბაზრის დიზაინს იმ კუთხით, შეესაბამება თუ არა დღეს ეს დიზაინი მის დანიშნულებას“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

banner
წინა სტატიაშიწყნეთის გზაზე, Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი, ლევან კაჭარავა ჩაცხრილეს
შემდეგი სტატია2 წელი მაინც სჭირდება მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა და რეაბილიტაცია სპეციალიზირებულ დაწესებულებაში, სტრესისგან თავისუფალ გარემოში – ჯიშკარიანი