წითელი პარასკევი – სამების საკათედრო ტაძარში მსახურებას ილია მეორე აღავლენს

წითელ პარასკევთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში მსახურებას ილია მეორე აღავლენს.

სამების საკათედრო ტაძარში ამ წუთებში ლოცვებს კითხულობენ. გარდამოხსნის რიტუალი კი 2 საათზე დაიწყო, რადგან სახარების თანახმად სწორედ ამ დროს მიიცვალა ქრისტე ჯვარზე.

ცოტა ხანში გამოასვენებენ გარდამოხსნას, მას შემოატარებენ ეკლესიაში და დაასვენებენ საგანგებოდ მომზადებულ სადგამზე. შემდეგ დაიწყება მისი დატირების რიტუალი.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალებს” ტყუილებით დაპირისპირება სურთ” – ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი
შემდეგი სტატიაარჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებაზე პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონსულტაციები არ გამართულა