“ნაციონალებს” ტყუილებით დაპირისპირება სურთ” – ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი

ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი ნანა წულუკიძე აცხადებს, რომ “მელიას და აბესაძისნაირ ბინძურ ადამიანებისგან, მორიგი ტყუილებით ბაღის გამოყენება სურთ არეულობისა და დაპირისპირების გამოსაწვევად”.

წულუკიძეს აინტერესებს, “რა სჭირს დღეს ბოტანიკურ ბაღს გადასარჩენი და თუ ვინმესგან უნდა გადარჩეს ის, ეს მელიას და აბესაძისნაირ ბინძურ ადამიანებს ეხებათ, რომლებსაც მორიგი ტყუილებით, ბაღის გამოყენება სურთ არეულობისა და დაპირისპირების გამოსაწვევად”.

“სად იყვნენ არასამთავრობოები ბოტანიკურის თანამშრომლები უხელფასოდ რომ მუშაობდნენ? მაშინ, როდესაც 2007 წელს, ჩამოაჭრეს ლანდშაფტური დიზაინის განყოფილებას 3 ჰა და კერძო პირს გადასცეს? როდესაც უსახსრობის გამო ენდემური კოლექციები გაქრობის პირას იყო? როდესაც ბოტანიკური საწევროს გადაუხდელობისათვის გარიცხეს ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო გაერთიანებიდან? როდესაც თევზაძემ (ილიაუნი) ჯერ მიიერთა და მერე ბედის ანაბარა დატოვა ბაღი? მაშინ, როდესაც უგულავა ნაწილ-ნაწილ გაყიდვას უპირებდა? კიდევ უამრავი ამდაგვარი ფაქტის ჩამოთვლა შეიძლება. რა მოხდა დღეს? ბოტანიკურმა 4 ჰა ასათვისებლად უვარგისი, რომელიც არ წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობას, ტერიტორიის ნაცვლად დაიბრუნა “ნაციონალების” მიერ 2007 წელს გასხვისებული უფრო დიდი ფართობი, რომელსაც გააჩნია ნიყიერი ნიადაგი და ხელს შეუწყობს ბოტანიკური ბაღის განვითარებას. ისე, თუ გაინტერესებთ, ზემოთჩამოთვლილი პრობლემები აღმოიფხვრა ბატონი ბიძინა ივანიშვილის საკუთარი სახსრებით და არა მხოლოდ ეს. ის ხშირად ჩუქნის ბაღს იშვიათი სახეობების ნერგებს. ბატონი ბიძინას ფონდი დღემდე უხდის ბოტანიკურის თანამშრომლებს სახელფასო დანამატს, ეხმარება პრობლემების, მათ შორის ფინანსური პრობლემების გადაწყვეტაში. რამდენი კვლევითი ინსტიტუტი დარჩა საქართველოში? თითებზე ჩამოსათვლელიც არა! ბოტანიკის კვლევითი ინსტიტუტი კი ფუნქციონირებს და საკმაოდ წარმატებულად. ტერიტორიაზე არსებობს რეგიონში ერთადერთი თესლის ბანკი, რომელიც ახდენს გადაშენების პირას მყოფ ენდემური სახეობების კონსერვაციას. მივმართავ მელიას და მის თანამზრახველებს! ჯობს, ზრდილობა ისწავლოთ და თავი შორს დაიჭიროთ ბოტანიკური ბაღისგან. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად შემოგიბრუნდებათ!!!”, – აცხადებს წულუკიძე.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მერიას ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის ფართობის გადაცემაში ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაშიყვარლის სოფელ გავაზში სტიქიას ებრძვიან
შემდეგი სტატიაწითელი პარასკევი – სამების საკათედრო ტაძარში მსახურებას ილია მეორე აღავლენს