„წითელი ნუსხით“ დაცულ სარსარაკებზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სამართალდამღვევები ე.წ. პროჟექტორის გამოყენებით ნადირობდნენ. უკანონოდ მოპოვებული ჰყავდათ ერთი ერთეული კურდღელი და საქართველოს ,,წითელი ნუსხის“ სახეობა 16 ერთეული სარსარაკი.

სავათისებრთა ოჯახის ფრინველი საერთაშორისო კონვენციების თანახმად, შეტანილია საერთაშორისო წითელ წიგნში და მისი მოპოვება აკრძალულია.

გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 24 000 ლარი შეადგინა. სამართალდამღვევებს ჩამოერთვათ და დაილუქა იარაღები. შედგა ადმინისტრაციული ოქმები.

ვინაიდან, მასალები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნება.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: პრეზიდენტის მხრიდან გამოთქმული წუხილი, ჩემთვის კარგად გასაგები არ არის
შემდეგი სტატიაზაზა ხატიაშვილი: საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს კვლავ დიდი პრობლემებით ხვდება