წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

წითელ ხიდზე 2380 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „თაიმერს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის, შ.ა-ს ფიზიკური დათვალიერებისას, 2380 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი (აქციზური მარკების გარეშე) აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშიდღეს მადონა 60 წლის გახდა
შემდეგი სტატიაამერიკის პარკში ზედოზირებით 50-მდე პირი იპოვეს