ამერიკის პარკში ზედოზირებით 50-მდე პირი იპოვეს

დაახლოებით 50 ახალგაზრდა იპოვეს კრიტიკულ მდგომარეობაში კონეკტიკუტის შტატში, ქალაქ ნიუ-ჰეივენის პარკში. დაშავებულები, სავარაუდოდ, სინთეტიკური მარიხუანის ზედოზირებით გახდნენ ცუდად. ორ მათგანს სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომები აღმოაჩნდა – “Fox News”-ი ავრცელებს. ახალგზარდებს აღენიშნებოდათ ღებინება, ჰალუცინაციები, მაღალი არტერიული წნევა, ნახევრადცნობიერი მდგომარეობა და საერთო გათიშვა. პოლიციამ გაავრცელა, რომ რამდენიმეჯერ მოწამლული პირები დაკავებული არიან.
საგანგებო სიტუაციების სამმმართველოს განცხადებით, შემთხვევის შესახებ შეტყობინება დილით, ადგილობრივი დროით 8 საათზე შევიდა. ნიუ–ჰეივენის პარკში ანალოგიური სიტუაცია 4 ივლისსაც მოხდა. მაშინ ზედოზირებით 10 ადამიანი იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიწითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად ღია კონკურსს არ გამორიცხავს