წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ბრიტანეთის მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა დააჩქაროს კანონპროექტის მომზადება, რომელიც სიგარეტის კოლოფზე მწარმოებელი ბრენდის აკრძალვას ეხება. ბრიტანეთის მთავრობის აზრით, სიგარეტზე ახალმა პოლიტიკამ ახალგაზრდა მწეველებში მოთხოვნა უნდა შეამციროს.

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ა.ი.-ს ფიზიკური დათვალიერებისას 800 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი (აქციზური მარკების გარეშე) აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშიმიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი „შავ სიაში“ მყოფ სოციალურად დაუცველებს დავალიანებას „ქართუსგან“ კომპენსაციის მიღების გარეშე ჩამოაწერს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პრესა: თუკი რუსეთის საელჩოს მანქანები ნახეთ, დარეკეთ, სადაც საჭიროა