ბრიტანეთის პრესა: თუკი რუსეთის საელჩოს მანქანები ნახეთ, დარეკეთ, სადაც საჭიროა

რუსმა ჯაშუშებმა, ბრიტანეთის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ახალი სასიკვდილო დავალებები მიიღეს -ამის შესახებ Daily Mirror-ი მის ხელთ არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ,დოკუმენტში, რომელიც მათ შემთხვევით ჩაუვარდათ ხელში, წერია, რომ დაზვერვის თანამშრომლები უმაღლესი დონის მზაობაში უნდა იმყოფებოდნენ რუსი ჯაშუშების გამოსავლენად.
ბრიტანეთის სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ რუსეთის საელჩოს ის თანამშრომლები, რომლებიც არ გაუძევებიათ სოლსბერიში “ნოვიჩოკის” გამოყენებასთან დაკავშირებით, ახლა მობილიზებული არიან სადაზვერვო ამოცანების შესასრულებლად.

გამოცემა წერს, რომ დოკუმენტში ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებს მოუწოდებენ ყურადღება მიაქციონ რუსეთის დიპლომატიურ ავტომანქანებს, ბრიტანეთის ტერიტორიის რომელ ნაწილშიც არ უნდა იყვნენ ისინი. დოკუმენტში მითითებულია რუსეთის დიპლომატიური სამსახურის მანქანების ნომრები.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთის დაზვერვა ბრიტანეთში ბევრს მოძრაობს.კერძოდ, მათი მოქმედება დაკავშირებულია დასაზვერვო ინფორმაციის შეგროვებასთან. რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურები, ჩატარებული ანალიზის თანახმად, დიდი ბრიტანეთისთვის მნიშვნელოვან სადაზვერვო საფრთხეს წარმოადგენენ” – გამოცემის თქმით, ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე, მოწოდებაა რუსული დიპმისიის მანქანების შემჩნევის შემთხვევაში მათი დოკუმენტირება მოხდეს და შესაბამის უწყებებს შეატყობინონ მანქანის სარეგისტრაციო ნომერი, თარიღი, დრო, ადგილი, მიმართულება, მანქანაში ადამიანების რაოდენობა და მათი აღწერა.

მიმდინარე წლის მარტში ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი გააძევა სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების “ნოვიჩოკით” მოწამვლის გამო.

banner
წინა სტატიაშიწითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაკანადაში Huawei-ის ფინანსური დირექტორი დაიჭირეს