წინასაარჩევნოდ, ივანიშვილის აზრით, მისი მთავარი კოზირი არის, რომ ისევ და ისევ ისაუბროს,რომ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურება – კაპანაძე

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ორი უკრაინელი ჟურნალისტის, ოლეგ დეინეკას და ვალერი ტოლმაჩის განცხადებას ეხმაურება, რომელთა განცხადებითაც, სააკაშვილი საფრთხეს უქმნის საქართველოსა და უკრაინას.
კაპანაძის თქმით, წინასაარჩევნოდ, დარჩენილ ორ კვირაში, ივანიშვილი ცდილობს, რომ ისაუბროს კვლავ საააკშვილზე პროპაგანდიტული მედია საშუალებებით და საზოგადოებას დაანახოს მცდარი რეალობა, რომ ალტერნატივა მხოლოდ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის არის.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილისა და ივანიშვილის გარდა არსებობს სხვა ალტერნატივაც და სწორედ ეს ალტერნატივა დაამარცხებს ივანიშვილს.
„სრულიად ნათელია, რომ წინასაარჩევნოდ, ივანიშვილის აზრით, მისი მთავარი კოზირი არის, რომ ისევ და ისევ, დარჩენილ ორ კვირაში ისაუბროს სააკშვილზე და გამოიყენოს ამაში თავისი პროპაგანდიტული მედია საშუალებები მათ შორის, რომ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურება და გამოიყენოს ყველა საბაბი ამისთვის, მათ შორის, რომელიღაც ჟურნალისტების, ცნობილის თუ უცნობის განცხადებები ან რეპორტაჟები. მაგრამ ამოსავალი წერტილი ივანიშვილის როგორც ჩანს, არის, რომ ისევ და ისევ ისაუბროს სააკაშვილზე და აჩვენოს, რომ აქ არის ორი პოლუსი, ერთ მხარეს არის ივანიშვილი, მეორე მხარეს სააკაშილი.
ეს არის საზოგადოების მოტყუება, რადგან საკითხი ასე არ დგას, სააკაშვილი არ არის ივანიშვილის ერთადერთი ალეტრნატივა, არის მრავალი ალტერნატივა და სწორედ ეს მრავალი ალტერნატივა დაამარცხებს ივანიშვილს და შერჩება ეს ნასროლი ტალახი, ისე, რომ აქედან შედეგი არ გამოვა.“ – აცხადებს კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის პირობებში არჩევნების ჩატარების წესს რამოდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს – თარხნიშვილი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბათუმში გამართულ აქციაზე – მაშინ, როდესაც იცი, რომ აჭარა არის ყველაზე მძიმე ეპიცენტრი ვირუსის გავრცელების, ეს, უბრალოდ, უკიდურესი უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა