კორონავირუსის პირობებში არჩევნების ჩატარების წესს რამოდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს – თარხნიშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 19, 2020 14:28

კორონავირუსის პირობებში არჩევნების ჩატარების წესს რამოდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს – თარხნიშვილი

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილი, კორონავირუსის დროს არჩევნების ჩატარების წესის პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბრობს.
თარხნიშვილის თქმით, ფორსმაჟორული სიტუაცია ქმნის იმის რისკს, რომ კომისიების საკომპლექტება მოხდება არაკვალიფიციური და მიკერძოებული პირებით.
ამავდროულად , თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან მიმართებაში არსებობს პრობლემები, რომელიც ამცირებს მათი მონაწილეობის შანსს არჩევნებში.
„ზოგადად, კორონავირუსის პირობებში არჩევნების ჩატარების წესს რამოდენიმე პრობლემა აქვს.
პირველი, ის, რომ მართლაც ფორსმჟორულ სიტუაციაში და შემჭიდორვებულ დროში უწევს საარჩევნო ადმინისტრაციას მოქმედება და ეს ზრდის არაკვალიფიციური კადრებით ან მიკერძოებული კარდებიტ კომისიების დაკომპლექტების ალბათობას, რისი გამოცდილებაც სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს.
მეორე, ეს არის ის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა ძალიან მოკლე დროში უნდა გაიაზრონ და მიიღონ ახალი რეგულაცია, რომ თვითონ უნდა შეატყობიონონ გადასატანი ყუთის აუცილებლობაზე მათთვის, რაზეც ჩვენი წინადადება იყო და რჩება, რომ პროაქტიულად საარჩევნო ადმინისტრაციამ მიაწოდოს მათ ეს ინფორმაცია სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
კარგი იქნებოდა რომ საარჩევნო ადმინისრაციას უფრო აქტიურად ემოქმედა, თუმცა შედეგი რაც გვაქვს ეს გვაქვს და შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რათა ეს რისკი შევამციროთ და ამ რისკის შემცირების ერთადერთი გზა არსებობს, ამომრჩევლების აქტიურობა, პოლიტიკური პარტიების აქტიურობა და საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების აქტიურობა და ზეწოლა, როგორც საარჩევნო ადმინისრაციაზე, ისე მთლიანად მთავრობაზე.
სწორედ ეს იქნება იმის გარანტია რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება გამჭირვალედ და პატიოსნად და მივიღებთ იმ შედეგს, რა დაკვეთაც არსებობს საქართველოს მოსახლეობის და ეს დაკვეთა არის ცვლილებები და ქართული ოცნების სახლში გაშვება.“ – განაცხადა თარხნიშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 19, 2020 14:28