წინასაარჩევნო დელეგაციის განცხადებით, თბილისში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის შესაფერისი გარემოა

2016 წლის 13-14 სექტემბერს თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაცია მიზნად 2016 წლის 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული კლიმატის შეფასებას ისახავდა.

ემანუელის ზინგერისის (ლიტვა, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფი) ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედი დელეგაციის შეფასებით, ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის შესაფერისი გარემოა. ვიზიტორთა აზრით, პლურალიზმი შეიმჩნევა როგორც პოლიტიკურ, ისე მედია სფეროებში და სახეზეა ეფექტური სამართლებრივი ჩარჩო. მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის შეფასებით, გასულ არჩევნებთან შედარებით, დაძაბულობამ იკლო, სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან გასაუბრების შემდეგ PACE-ს წინასაარჩევნო მისიამ აუცილებლად ჩათვალა ხაზგასმით სთხოვოს ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაგმონ ოპონენტების დევნა და ძალადობა კამპანიის წარმოების პროცესში და სახალხოდ მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც არჩევნების დემოკრატიული ხასიათზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ ყველა პარტია უნდა კონცენტრირდეს მნიშვნელოვან საკითხებზე და ეჭვი არ შეიტანონ იმ ფაქტის სისწორეში, რომ წინასაარჩევნო სტრატეგიის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა იხელმძღვანელონ საარჩევნო ჩარჩოთი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს უშუალოდ არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შემცირება.

დელეგაციამ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პირს და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ დაძაბულობას გაზრდის. მისიის წარმომადგენლებმა ასევე გამოთქვეს იმედი, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა შექმნას განათლების კულტურა, რომელიც დაფუძნებული იქნება განსხვავებული ორიენტაციის მქონე პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთპატივისცემაზე

PACE-ს წინასაარჩევნო დელეგაცია თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა. მისიის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მის პირველ მოადგილეს, PACE-ში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს, ცესკოს თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს; არჩევნებში მონაწილე, საპარლამენტო და არა-საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წევრებს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიასა და თბილისში აკრედიტირებულ დიპლომატებს.

ხმის მიცემის პროცესზე დასაკვირვებლად, PACE-ს 32 წევრისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოს სრული შემადგენლობით არჩევნების წინ ეწვევა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა რუსეთს ინდივიდუალური სანქციები გაუგრძელა
შემდეგი სტატიაქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოდერძი თევზაძე პატიმრობაში დატოვა