ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოდერძი თევზაძე პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 30 აგვისტოს გადაწყვეტილება , რომლის მიხედვით სამტრედიის ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ყოფილი პოლიციელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით არის აღძრული. თვითმკვლელობამდე მიყვანა და სამსახურებრივი მოვალეობის ძალადობრივი გადამეტება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

banner
წინა სტატიაშიწინასაარჩევნო დელეგაციის განცხადებით, თბილისში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის შესაფერისი გარემოა
შემდეგი სტატია“უშიშროების საბჭოს მდივანი ვარ, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოში არ დავდებ ფიცს”