„წინა მთავრობის“ დევნა მიუღებელი და არაცივილურია”-სააკაშვილი

region
ავტ.: region ოქტომბერი 14, 2019 17:47

„წინა მთავრობის“ დევნა მიუღებელი და არაცივილურია”-სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ „წინა მთავრობის“ დევნა მიუღებელი და არაცივილურია.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, მსგავსი მიდგომა ქვეყანას აზარალებს. თუმცა სააკაშვილი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს „არ უნდა შერჩეს ქვეყნის დოვლათის მითვისება“.

„ამნისტიაზე, პატიებაზე, შერიგებაზე.. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ეს სიველურე, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც მოდის ერთი მთავრობა და იწყებს ნებისმიერი საბაბით წინა მთავრობის დევნას. ეს არის არაცივილიზებული და ეს ძალიან აზარალებს საქართველოს და ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა აი ამ განწყობამ და კლიმატმა.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ეროვნული ერთიანობა და რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური სულგრძელობა და მაქსიმალური პატიება. მაგრამ არსებობს რაღაც რეალობები, აი წარმოიდგინეთ მარტივად. თქვენ ცხოვრობთ თქვენთვის სამოთახიან ბინაში ოჯახთან ერთად, გვერდზე დიდ სახლში ჩაგისახლდათ ყაჩაღი. ამ ყაჩაღს ემორჩილება პოლიცია, პროკურატურა და მერე ამ ყაჩაღმა მოისურვა და თქვენი სამი ოთახიდან წაიღო ორი ოთახი. თქვენ, თქვენ ბავშვებთან და მშობლებთან ერთად გადაგყარათ ერთ ოთახში. რა უნდა ქნათ ახლა? ვთქვათ, შეიცვალა სიტუაცია და თქვენ უნდა თქვათ, იცხოვროს ამ ყაჩაღმა ჩემს ბინაში, მაინც ახლა შურისძიება იქნება, ხომ არ წავართმევ უკან იმას, რაც მეც წამართვეს. აი, ასეა საქართველო და ივანიშვილი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ უნდა გასამართლდნენ. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, დღეს წინასწარ გამოცხადება, რომ ყველას ყველაფერი შერჩება, ნიშნავს დანაშაულის წახალისებას.

„ივანიშვილმა მიითვისა ეროვნული დოვლათის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, მეგობრებო. ამგვარად, საუბარი იმაზე, რომ ეს უნდა შერჩეს, არ არის სწორი. მაგრამ, როგორ უნდა მოხდეს ამის წაღება. არა მურუსიძეების და თუნდაც ახალი მურუსიძეების მიერ. ეს უნდა უნდა მოხდეს, საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ, სადაც ჩვენ მოვიწვევთ რამდენიმე ინგლისელ, ამერიკელ, ჰოლანდიელ, ნებისმიერ სხვა დასავლელ მოსამართლეს და ისინი ძალიან ზედმიწევნით, იურიდიული პროცედურის შედეგად თუ დაუმტკიცდებათ ყველაფერი, მოახდენს ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების საკითხების გარკვევას. ამავე დროს, რა თქმა უნდა, შემსრულებელს არავინ ერჩის, მაგრამ დღეს წინასწარ გამოცხადება იმისა, რომ ყველას ყველაფერი შერჩება ნიშნავს, რომ ვეუბნებით – მოიპარეთ რაც შეიძლება მეტი, გაძარცვეთ ხალხი რაც შეიძლება მეტი და შეგრჩებათ ხახვივით. თუ მთავრობა არ შეიცვალა, ხომ შეგრჩებათ და თუ შეიცვალა, მაინც შეგარჩენთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანობის პრინციპზე და საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებული.

„ნუ ახლა ეს რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. მე მინდა იმ პოლიტიკოსებს ვკითხო რომელიც ამას ამბობს, თქვენ ქონებას რომ შეხებოდნენ ასე, აი ვთქვათ, რომ გაეძარცვეთ, იგივე იქნებოდა თქვენი რეაქცია? მაშინ ხალხის დოვლათმა და ხალხის ქონებამ რა დააშავა. მე ვფიქრობ, რომ აქ არის საუბარი საერთაშორისო პროცედურებზე, არის საუბარი ყოველგვარ მიკერძოებულობის გამორიცხვაზე. რა თქმა უნდა, საქართველოში შეიცვლება მთავრობა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მიმართული ეროვნულ ერთიანობაზე. უნდა მოვიშუშოთ ეს იარა, რომელიც ივანიშვილმა მიაყენა საქართველოს, საქართველოს დაყოფით. მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანობის პრინციპზე და საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებით და შემდეგ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებებია და იქაც ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მიმტევებლები კი მართლაც აი ასეთია ჩემი პოზიცია.

region
ავტ.: region ოქტომბერი 14, 2019 17:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics