“პოლიტიკური შურისძიების დაუშვებლობა, პოლიტიკური რევანშიზმის პრევენცია და გნებავთ ერთგვარი პოლიტიკური ამნისტიის გამოცხადებაც პრინციპში სწორი იდეაა”

“პოლიტიკური შურისძიების დაუშვებლობა, პოლიტიკური რევანშიზმის პრევენცია და გნებავთ ერთგვარი პოლიტიკური ამნისტიის გამოცხადებაც პრინციპში სწორი იდეაა. სწორი იდეაა იმდენად, რამდენადაც განვლილი წლების გათვალისწინებით პრაქტიკულად შეუძლებელია მოინახოს ის ათვლის წერტილი, საიდანაც მოხერხდებოდა ახალი ცხოვრების დაწყება შერჩევითი სამართლის გარეშე.

მეორეს მხრივ, ამ ზოგადად სწორი იდეის კონკრეტული განხორციელება არც ისე ადვილია, რადგან ეშმაკი დეტალებშია. მაგალითად, როცა ხელისუფალს წინასწარ ეუბნები, რაც არ უნდა დააშავო არ დაგიჭერო, ხომ არ ვუბიძგებთ მას ამით ახალი დანაშაულის ჩადენისკენ ? ხომ შეიძლება მავანმა იფიქროს, თუ მაინც არ მიჭერენ, ბარემ ბოლომდე ავიწყვიტავო? ან რა ტიპის დანაშაულის ამნისტირება ხდება და რა ტიპის არა? რომელ თანამდებობის პირს შეეხება ეს და რომელს არა? და ა. შ. კითხვები ბევრია.

ამიტომ ვფიქრობ უმჯობესი იქნება, თუ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ზოგადად შეჯერდეს პოლიტიკური რევანშიზმის დაუშვებლობასა და და სამართლიანი სასამართლოს შექმნა-ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. ამ ზოგადი ჩარჩოს შიგნით კონკრეტული საკითხები კი განხილულ იქნას უფრო საქმიან ფორმატში და არა საჯარო ურთიერთბრალდებების რეჟიმში, რაც მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია.”-წერს დავით ზურაბიშვილი

banner
წინა სტატიაში„წინა მთავრობის“ დევნა მიუღებელი და არაცივილურია”-სააკაშვილი
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: ადამიანთა წამება არაა ღმერთის გზა