წეროვანთან სამგზავრო მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა

წეროვანთან სამგზავრო მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. უწყების ცნობით, დაშავებულები მცხეთის კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე: „ქართულ ოცნებასაც“ მალე სახლში გაუშვებენ…
შემდეგი სტატიახორავას ქუჩაზე ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოძიებისგან დამოუკიდებლად მიიღო