ხორავას ქუჩაზე ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოძიებისგან დამოუკიდებლად მიიღო

ხორავას ქუჩაზე ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოძიებისგან დამოუკიდებლად მიიღო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, კახა სირაძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

საგამოძიებო კომისიის წევრმა ოთარ კახიძემ სხდომაზე დასვა კითხვა, თუ რატომ მოხდა იმ ფარდულის დემონტაჟი, სადაც დავით სარალიძემ სასიკვდილო ჭრილობები მიიღო და რატომ არ დაილუქა ის.

შსს-ს წარმომადგენლის, კახა სირაძის განმარტებით, ფარდულის დემონტაჟი მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა.

„მოგეხსენებათ, რომ შემთხვევის ადგილი დაცულია იქამდე, ვიდრე შემთხვევის ადგილი თვალიერდება. დამთავრდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოღებული იქნა ყველა შესაძლო კვალი, საგანი. გადაღებული იქნა 400-მდე ფოტო. დემონტაჟი მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიiღეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ჩვენგან დამოუკიდებლად. საქმის კურსში არ ჩაუყენებივართ“,-აღნიშნა კახა სირაძემ.

banner
წინა სტატიაშიწეროვანთან სამგზავრო მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა
შემდეგი სტატიაწეროვანში, ავტოავარიისას დაშავებულ ორ პაციენტს ოპერაცია უტარდება