წერეთელი: საზოგადოებამ ქართულ ოცნებას უნდა დაანახოს, რომ ისინი ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტენ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება თუ არა

როგორც წერეთელი აღნიშნავს, „ხელისუფლების წყარო კონსტიტუციითაც და კონსტიტუციის გარეშეც არის ხალხი, საქართველოს მოქალაქეები, რომელთა გადასაწყვეტია ვადამდელი არჩევნები დაინიშნება თუ არა.“
„ის, რომ ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, რომ არ იქნება ვადამდელი არჩევნები, მანამდე გავიდნენ ხელშეკრულებიდან, ყველა თავის დაპირებაზე თქვეს უარი, ეს დაპირებები უკვე 9 წელია არ სრულდება მოსახლეობას ეს არ უკვირს, მაგრამ ეს არის უკვე ძალიან სერიოზული პოლიტიკური განაცხადი, ხალიან დიდი გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ მათ არაფერი აინტერესებთ, აბსოლუტურად არაფერი გარდა იმისა, რომ შეინარჩუნონ თავიანთი ადგილები, სკამები და ის კარგი ცხოვრება, რომელიც ხალხისგან განსხვავებით მათ აქვთ, ამიტომ აქ ერთადერთი გზა არის, რომ საზოგადოებამ დაარწმუნოს, რომ მათ არავინ ეკითხება და მათი გადაწყვეტილება ვერ იქნება ვადამდელი არჩევნები დაინიშნება თუ არა, ხელისუფლების წყარო კონსტიტუციითაც და კონსტიტუციის გარეშეც არის ხალხი, საქართველოს მოქალაქე და ეს განცხადებები, რაღაც გარკვეულ ნაწილზე ფსიქოლოგიური ეფექტის მომტანი, საბოლოო ჯამში არაფერს არ მისცემს “ქართულ ოცნებას”, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აზიანებს ქვეყანას.“ – განაცხადა წერეთელმა

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: საქართველო კვლავ ერთგულად და დაუღალავად ისწრაფვის არჩეული მიზნისკენ – ნატო-ში ინტეგრაციისკენ
შემდეგი სტატია‘’ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს’’ – გიგი წერეთელი