წერეთელი მელიას საქმეზე – სამწუხაროდ, ხელისუფლება სპობს დიალოგის საშუალებას

სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისედაც ამ დამძიმებულ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად აუარესებს ვითარებას, სპობს დიალოგის საშუალებას და კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შეყავს ქვეყანა – ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ნიკა მელიას საქმეზე კომენტარს აკეთებს. ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს მიმართა, ენმ-ის თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება, გირაო, პატიმრობით შეეცვალოს.

წერეთლის თქმით, ეს საქმე არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და მას იმედი აქვს, რომ სასამართლო ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

“თუ ვიმედოვნებთ კიდევ და თუ ოდნავ მაინც არსებობს გონიერება, დღეს სასამართლომ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც განმუხტავს ამ ვითარებას და არ გამოიწვევს ნიკა მელიას პატიმრობას. ყველამ კარგად დაინახა, როგორ არის დღეს კონსოლიდირებული მთელი ოპოზიციური სპექტრი და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი. ამიტომ, დღეს სასამართლოზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და უნდა ვიმედოვნოთ, რომ სცენარი ყველაზე ცუდად არ განვითარდება, მაგრამ როგორც არ უნდა განვითარდეს, პირველ რიგში არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა”. – ამბობს წერეთელი

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი – ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ნუ აქეზებენ მელიას
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ვისმენთ ცრუ ბრალდებებს ტელევიზიებიდან, თითქოს მერია ადამიანებს არ ეხმარება