წერეთელი მედოევის განცხადებაზე- ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რა პოლიტიკა აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში

“ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი წერეთელი, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ლუგარის ლაბორატორიაზე მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა.

„ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ჩვენ ვხედავთ შეტევებს, რუსეთი ამას ძალიან ღიად ახორციელებს. რა თქმა უნდა იღებს კიდეც პასუხს მაგრამ მათი შიდა პოლიტიკური საჭიროებისთვის ასეთ განცხადებას აკეთებენ ხშირად და ეს არის კიდევ ერთხელ მანიშნებელი იმის, თუ რა პოლიტიკა აქვს რუსეთს საქართველოს მიმართ და როგორ იყენებს ამ კოვიდის პროცესში რბილ ძალას“,-აცხადებს გიგი წერეთელი.

შეგახსენებთ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტმა განაცხადა,რომ ლაბორატორია ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალურ საფრთხეს უქმნის,არამხოლოდ სამხრეთ ოსეთში, არამედ მთელს კავკასიაში.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ძნელაძე-ველოდებით, რომ ორ-სამ თვეში სამომხმარებლო სესხები გაიაფდება
შემდეგი სტატიაბათუმში დაკარგული არასრულწლოვანი მაშველებმა ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს