წალკაში ახალზელანდიელ ოჯახს ყაჩაღი თავს დაესხა

მოქალაქე დავით კიზირიას ცნობით, წალკის რაიონში მცხოვრებ ახალზელანდიელ წყვილს ყაჩაღი თავს დაესხა. როგორც ის Facebook-ზე წერს, ცოლი და შვილები დააბეს, მანქანა, ტელეფონები და ფული კი წაართვეს.

“წალკის რაიონში რამდენიმე წელია ახალზელანდიელების ოჯახი ცხოვრობს. მეურნეობა დაიწყეს, სასტუმროს მშენებლობა – მოკლედ, ინვესტირება მოახდინეს და დიდი გეგმები ქონდათ…

დაახლოებით, საათნახევრის წინ დააყაჩაღეს, როგორც ვიცი ცოლი, შვილები დააბეს, მანქანა, ტელეფონები, ფული წაართვეს…” – წერს დავით კიზირია.

მოქალაქის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის შესახებ უკვე აქვს ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშისავაჭრო ცენტრ “სითი მოლში” ხანძარი გაჩნდა
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი: NDI-ის პრეზიდენტს – 31 ოქტომბერს არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და უსაფრთხოება კორონავირუსის გათვალისწინებით