წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წალენჯიხის საკრებულოს აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს თემურ ღვინჯილიასა და საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების ყოფილ უფროსს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ცნობით , დაცვის მხარე დაკავებულთათვის 100-100 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ცნობისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და მისი თანამშრომელი 26 ივლისს დააკავეს. ღვინჯილიას სამსახურებრივი მანქანით კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანას ედავებიან.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ექვსიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიგამომძიებელი- სისულელე და მოგონილია, რატომ უნდა მეთქვა, რომ ბაჩალიაშვილი შარშია
შემდეგი სტატიამაიკლ პომპეო – მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერნი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ