გამომძიებელი- სისულელე და მოგონილია, რატომ უნდა მეთქვა, რომ ბაჩალიაშვილი შარშია

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამის მიერ დასახელებული პიროვნება, ლადო ბაჭულაშვილი, უარყოფს, რომ მან ბაჩალიაშვილის მამას უთხრა, რომ მისი შვილი „შარში იყო“.

როგორც ბაჭუაშვილი ირწმუნება, მას გარდაცვლილის კომპიუტერთან შეხება არ ჰქონია. მისი თქმით, ის გამომძიებელმა ამოიღო და ექსპერტიზაზე წაიღო.

„მე საერთოდ არ მითქვამს ასეთი რამ. კომპიუტერთან შეხება არ მქონია. კომპიუტერი ამოიღო გამომძიებელმა და წაიღო ექსპერტიზაზე. ყოველდღიური კომუნიკაცია მქონდა ოჯახთან, ორჯერ შეხვედრა მქონდა, პლუს სატელეფონო კავშირი მქონდა. დაწვრილებით ვაკონკრეტებინებდი, რა ეცვა, სად წავიდა, სად შეიძლება წასულიყო, თუ იყო ოდესმე წასული. ეს იყო ჩემი მხრიდან გამოკითხვა“,-აცხადებს ლადო ბაჭულაშვილი.

ბაჭულაშვილის თქმით, მას ბაჩალიაშვილის ოჯახისთვის არც ის უთქვამს, რომ დაკარგული შვილის ძიების მოთხოვნით აქციის გამართვა საჭირო არ იყო.

როგორც ბაჭუაშვილი ამბობს, აქციის ღამეს, მას ბაჩალიაშვილის მამასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„აქციის დღეს საერთოდ არ მქონია მაგ კაცთან შეხება. შეიძლება სატელეფონო მქონდა დილას, მაგრამ საღამოს არ მქონია. მე ვეუბნებოდი, რომ ჩართულია ყველა სამსახური, საგამოძიებოც, სამაშველოც, დრონიც, სულ ყველა სამსახური იყო ჩართული. პირველ დღესვე ვუთხარტი ჩემი სახელი და გვარი და საკუთარი ტელეფონი“, – განაცხადა ბაჭულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშაქარაშვილის საქმის პროკურორი-შესაძლებელია, ახლო პერიოდში დაკავებულებს დაუმძიმდეთ ბრალი
შემდეგი სტატიაწალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა