წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ თემურ ღვინჯილია აირჩიეს

წალენჯიხის საკრებულოს წევრებმა ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ თემურ ღვინჯილია აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ კი დარეჯან დადიანი. კენჭისყრაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” თემურ ღვინჯილია ქალაქის მაჟორიტარად წარადგინა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი მისი კანდიდატურა მეოთხე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელდა.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს
შემდეგი სტატიაბათუმში საკუთარ სახლში 25 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს