წალენჯიხის რაიონში ძლიერმა წვიმამ სხვადასხვა ადგილას პრობლემები შექმნა

წალენჯიხის რაიონში ძლიერმა წვიმამ სხვადასხვა ადგილას პრობლემები შექმნა. გამგებლის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, სოფელ ფახულანის უბან ქარაღალში მეწყერი ჩამოწვა, ხოლო ობუჯში ადიდებული მდინარე ჭანისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და გაბიონი დაშალა.

„ადიდებულია მდინარეები. ჯერჯერობით, ელექტროენერგიის პრობლემები არ ყოფილა, ასევე არ შემოსულა ინფორმაცია საცხოვრებელი სახლებში შექმნილი პრობლემების შესახებ. ამ წუთებში ადგილზე სპეცალური კომისიის წევრები არიან გასული“, – უთხრა  “თაიმერს” ბესიკ ფარცვანიამ.

მისივე ცნობით, ზარალის შესახებ, ჯერჯერობით, კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს.

სამეგრელოში გუშინდელი საღამოდან გადაუღებლად წვიმს.

banner
წინა სტატიაშისომეხი პოლიტოლოგი: აზერბაიჯანი უნდა გავაუქმოთ
შემდეგი სტატია(ფოტო-ვიდეო) საპროტესტო აქცია წალენჯიხაში-მოქალქეები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ