(ფოტო-ვიდეო) საპროტესტო აქცია წალენჯიხაში-მოქალქეები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ

,,თაიმერის,, ინფორმაციით, ამ წუთებში გადაკეტილია ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი. საპროტესტო ქციის მონაწილეები, რომელშიც 600-მდე ადამინი ღებულობს მონაწილეობას, ითხოვენ საჩინოს ტერიტორიაზე გზის დაგებას. აქციის მონაწილეთა განცხადებით, წინა ორშაბათს ჩატარებული აქციის შემედეგ მიიღეს ინფორმაცია, რომ გზა არ იქნება დაგებული 2018 წალმდე. სწორედ ამიტომ მათ დღეს გადაკეტეს გზა. აქციაზე მისული სამართალდაცავები შეეცადნენ გზის გახსნას და დააკავეს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.თუმცა მოსახლეობის ჩარევის შემდეგ იძულებელი გახდნენ დაკავებული გაენთავისუფლებინათ, რდაგან ხალხმა დაკავებულის პოლიციაში გადაყვანის უფლება არ მისცა სამართალდამცავებს. ამ დროისათვის გზა ისევ გადაკეტილია. მოსახლეობა ითხოვს გუბერნატორის ადგილზე მისვლას და განმარტებას, თუ როდის ექნებათ ახალი გზის საფარი.

 

https://youtu.be/iAZAAIvss-s

 

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის რაიონში ძლიერმა წვიმამ სხვადასხვა ადგილას პრობლემები შექმნა
შემდეგი სტატიაჩხოროწყუს რაიონში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი სავარგულები დაიტბორა