წალენჯიხის N 4 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

წალენჯიხაში ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის, ქალაქ წალენჯიხის N 4 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „ჯავა“ ასრულებს.
სკოლა ახალი ინვენტარით და ტექნიკით აღიჭურვება, დამონდაჟდება ცენტრალიზებული გათბობა, მოეწყობა სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.
2020 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 28 სკოლში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც მთლიანად განახლდა სველი წერტილები, საპირფარეშოები, რომლებიც ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

banner
წინა სტატიაშიაბაშის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების უფასო საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა
შემდეგი სტატიაიოსებ ხახალეიშვილი: ჩემთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერი საკითხი მოქალაქეების ჩართულობით უმოკლეს ვადაში გადაწყდეს