აბაშის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების უფასო საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 22, 2020 19:34

აბაშის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების უფასო საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

მნიშვნელოვანი

  • აბაშის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების უფასო საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

სხვა სტატიები

აბაშის მუნიციპალიტეტში, უჩა კაჭარავას ქ.N1-ში, იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა უფასოდ მიიღოს კვალიფიციური იურისტის კონსულტაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მიწის რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, საბანკო სესხები, ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობა და სხვა.
იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი, რაჟდენ კუპრაშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან მაკალათიასთან ერთად სოციალური სამსახურის თანამშრომლებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და საკრებულოს დეპუტატებს ღია სივრცეში შეხვდა.
შეხვედრაზე იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების პირობების და იმ სამართლებრივი პრობლემის შესახებ, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის აქტუალურია.
იურიდიული დახმარების სამსახური უფასო მომსახურებას უზრუნველყოფს ბიუროების, საკონსულტაციო ცენტრებისა და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის მეშვეობით.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 22, 2020 19:34