წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში მინი სტადიონის რეაბილიტაცია იწყება

ხვიჩა კვარაცხელიას მშობლიურ სოფელ ნაკიფუში რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება. ამჯერად, ნაკიფუში, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და წალენჯიხის მერიის აქტიური მხარდაჭერით, მინი სტადიონი რეაბილიტირდება.

სტადიონს, რომელიც ვახტანგ და დავით კვარაცხელიების სახელობისაა, თითქმის 30 წელია ფუნქცია შეცვლილი აქვს და მოედნის ამჟამინდელი დანიშნულება, პირუტყვებისთვის საძოვრად გამოყენებაა.

რომ არა საბჭოთა პერიოდში რკინის დაფაზე შემორჩენილი წარწერა – “სტადიონი”, მოედნის გარე და შიდა პერიმეტრზე არსებული ეკალბარდებისა და ბუნებრივი ნარჩენების გათვალისწინებით, ვერავინ იფიქრებს, რომ ამ მინდორზე ვინმეს ოდესმე ფეხბურთი უთამაშია. მორღვეულია ღობეც, რაც მსხვილფეხა საქონლებს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებასა და ბალახობას უადვილებს.

ადგილობრივებმა სტადიონის რეაბილიტაცია საკუთარი ძალებით დაიწყეს – ტერიტორია ეკალ-ბარდებისა და ბუნებრივი ნარჩენებისგან გაწმინდეს. სამუშაო პროცესში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაც ჩაერთო და გადაწყდა, რომ რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარი დახარჯულიყო.

ბუნებრივია, რომ ნაკიფუს მინი სტადიონის რეაბილიტაცია ახალ თაობას, სპორტულ განვითარებაში ხელს შეუწყობს. მით უმეტეს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ადგილობრივი მოზარდებისთვის სტიმულია. სწორედ, “კვარას” ფაქტორმა განაპირობა, რომ სოფელში რამდენიმე საფეხბურთო გუნდია შექმნილი და ცხადია, რეაბილიტირებული სტადიონი, ფეხბურთისადმი ახალგაზრდების ინტერესს, კიდევ უფრო გაზრდის.

დღეს, ნაკიფუში წალენჯიხის მერის მოადგილე, ივანე ბურდული ჩავიდა, რომელმაც, ადგილობრივებთან ერთად, სტადიონის ინფრასტრუქტურის ნახაზი დაგეგმა – მოსახლეობასთან შეთანხმებით გადაწყდა, თუ სად მოეწყობა ტრიბუნები, როგორ აშენდება ფეხბურთელებისთვის გასახდელები, საშხაპეები და ა.შ.

banner
წინა სტატიაშითუ ვინმე რეალობას მოწყვეტილია, ეს არის „რუსული ოცნება“ და კახა კალაძე, რომლის განცხადებითაც, არ აინტერესებს, თუ რისი სჯერა დასავლეთს – კაპანაძე
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კრივი-რიჰზე თავდასხმაზე – რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს