აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კრივი-რიჰზე თავდასხმაზე – რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კრივი-რიჰზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთი სისტემატურად და მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს, მათ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

„რუსეთის სარაკეტო დარტყმას უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირა. ეს არის ის, რასაც ამ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ვხედავთ : სისტემატური, მიზანმიმართული კამპანია მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საჰაერო და სარაკეტო დარტყმების გზით“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში მინი სტადიონის რეაბილიტაცია იწყება
შემდეგი სტატიასანქციების სრულად აღსრულება არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას – აშშ-ის სახ.დეპი