წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა გრძელდება

წალენჯიხის საბავშვო ბაგა-ბაღებში სოციალური პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა. მსოფლიო პანდემიის გამო შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესის პირობებში, ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს ორ კვირაში ერთხელ 6 სახეობის პროდუქტისგან დაფასოებული ნობათი დაურიგდათ. გაიცა 1135 პაკეტი

საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემის პროცესს მონიტორინგს უწევდნენ: წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია ,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანი და წალენჯიხის სკოლამდელი, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ნატო კვარაცხელია. საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ორი კვირის მარაგს მიიღებენ და პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. აღნიშნული პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 35 სკოლამდელი დაწესებულება.

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა, საკვები პროდუქტების გაცემის პროექტი კი 28 მარტს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიჯემალ გამახარია კომპაქტურ ჩასახლებაში ხანდაზმულ დევნილებს სტუმრობდა
შემდეგი სტატიაქართული პირბადეების მწარმოებელი კომპანიის დირექტორი – ლუგარის ლაბორატორიისაგან მივიღეთ ნებართვა, პირბადეები ყოველგვარ სტანდარტს აკმაყოფილებს