წალენჯიხაში ენერგო პრო ჯორჯიას ბილინგ მენეჯერი პოლიციელს ძაალდობაში ადანაშაულებს

„ენერგო პრო-ჯორჯიას“ წალენჯიხის ბილინგ მენეჯერი ლაშა კილასონია წალენჯიხის პოლიციის თანამშრომლებს ცემასა და სექსუალური ძალადობის მუქარაში ადანაშაულებს. ლაშა კილასონია პოლიციამ სპეციალური საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, წალენჯიხაში დააკავა. როგორც მან ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელთან საუბრისას განაცხადა, ის პოლიციელებმა სოფელ ეწერში დააკავეს ისე, რომ არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი. წალენჯიხის პოლიციის რაიონულ სამმართველოში კი ფიზიკური ძალადობისა და გაუპატიურების მუქარით მორფინის შეძენისა და მოხმარების აღიარებითი ჩვენება დააწერინეს. ჩვენების მიცემის შემდეგ ის დაკავების ადგილას წაიყვანეს და ჩხრეკის ოქმი დაგვიანებით შეავსეს. 9 სექტემბერს ლაშა კილასონიამ ჩვენება შეცვალა, 10 სექტემბერს კი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 7 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

ლაშა კილასონიას განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მასთან ერთად დაკავებულ ვიტალი ბელქანიასაც, რომელიც ჩვენებაში ამბობს, რომ კილასონიას დაკავებისას მორფინი ჯიბეში ედო. თუმცა, როგორც კილასონია და მისი ადვოკატი აცხადებენ, მორფინი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, წალენჯიხის საავადმყოფოს საკუთრებას წარმოადგენს.

კილასონია ასევე განმარტავს, რომ დაკავებისას მისი ჩხრეკა არ მომხდარა და, შესაბამისად, პოლიციას არც რაიმე ნივთი ამოუღია. კილასონიას ადვოკატმა სასამართლოს წარუდგინა ქრომოტოგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ იგი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.

კილასონია აცხადებს, რომ თუ წალენჯიხის რაიონული პოლიციის თანამშრომლებს წარუდგენენ, ის შეძლებს დამნაშავის ამოცნობას. ლაშა კილასონია და მისი ადვოკატი ლაშა ხოშტარია აცახდებენ, რომ შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას რამდენიმე დღის წინ მიმართეს. როგორც შს სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ საკითხზე მოკვლევას გენერალური ინსპექცია ახლო ხანებში დაიწყებს.

მოუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ლაშა კილასონიას დაკავებისა და ზეწოლის ფაქტის გამოძიება და დააყენოს დამნაშავე პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

გოჩა კალანდია

 

banner
წინა სტატიაშიჩანაწერების 10% მაინც,რომელიც ჩემს ხელთ მოხვედრილა ზაზა გაბედავას გამოგზავნილია-ელისო კილაძე(ვიდეო)
შემდეგი სტატიამაისის ბოლოს პუტინი სოხუმში ჩავა -კრემლის საიდუმლო გეგმა საქართველოში