ჩანაწერების 10% მაინც,რომელიც ჩემს ხელთ მოხვედრილა ზაზა გაბედავას გამოგზავნილია-ელისო კილაძე(ვიდეო)

ჩანაწერების 10% მაინც,რომელიც ჩემს ხელთ მოხვედრილა ზაზა გაბედავას გამოგზავნილია-ელისო კილაძე(ვიდეო)

ჩანაწერების 10% მაინც,რომელიც ჩემს ხელთ მოხვედრილა ზაზა გაბედავას გამოგზავნილია-ელისო კილაძე(ვიდეო)ბატონ გიორგი დღეს პრესკონფერენციაზე უთქვამს ელისო კილაძე ჩანაწერების დედოფალიაო და მე მინდა მას , თქვენ და აუდიტორიას ვუთხრა , რომ ჩანაწერების 10% მაინც , რომელიც ჩემს ხელთ მოხვედრილა, მამამისის გამოგზავნილია მოსკოვიდან-ეს განცხადება, გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გააკეთა. ჟურნალისტმა გიორგი გაბედავას მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე, “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა. კილაძის თქმით, მას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტ სივრცეში მოსკოვიდან აიტვირთა და პროცესთან უშუალო კავშირში გიორგი გაბედავაა, მას სანდო წყარომ მიაწოდა. კილაძის განცხადებით, სამართალდამცავებს აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ გიორგი გაბედავა არის ამ ფირების ამტვირთავი. ჩხრეკის შედეგად ნაპოვნია არა მხოლოდ გამოქვეყნებული არამედ სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც. ერთ-ერთი ფირი კილაძის თქმით, მოსკოვთან ახლოს მდებარე სამეცნიერო დაწესებულებიდან აიტვირთა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ოპერატიული თანამშრომლები “გაიშიფრნენ” მას შემდეგ როდესაც ისინი “აეროპორტში დარბოდნენ ” და გაბედავას წასვლის თარიღებს აზუსტებდნენ.

გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ინტერნეტ სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებით, გიორგი გაბედავას მეგობარი ქალბატონიც დაკითხეს.როგორც კილაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა გიორგი გაბედავაზე სამართალდამცავები სწორედ ამ ქალბატონის მეშვეობით გავიდნენ. ჟურნალისტმა ასევე ისაუბრა იმ მოსალოდნელ პროვოკაციაზე, რომელიც მისი თქმით, გაბედავას და მის მხარდამჭერებს 17 მაისს აქვთ დაგეგმილი. კილაძე ამბობს, რომ არეულობა რუსული სპეცსამსახურების დავალებით იგეგმება. ის მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს აღკვეთონ მოსალოდნელი პროვოკაცია.

გიორგი გაბედავა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს და ელისო კილაძეს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

“ტვ პირველის” ეთერში შემდგარი დებატებისას მხარეებმა ერთმანეთის მიმართ არაერთი ბრალდება გააჟღერეს. მათ შორის სუს-თან კავშირი . გიორგი გაბედავამ განაცხადა, რომ ელისო კილაძე მის მამას, ზაზა გაბედავას ლასა ამირეჯიბის “ფეისბუქის” გატეხვას სთხოვდა.

https://youtu.be/8-ApsMZZQPo

banner
წინა სტატიაში“ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზები იქნება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს”
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში ენერგო პრო ჯორჯიას ბილინგ მენეჯერი პოლიციელს ძაალდობაში ადანაშაულებს