მაისის ბოლოს პუტინი სოხუმში ჩავა -კრემლის საიდუმლო გეგმა საქართველოში

აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ციხეებში არიან, სასჯელს სამშობლოში მოიხდიანკრემლის საიდუმლო გეგმა, რომლითაც საქართველოს პარლამენტში პრორუსული ძალების მოყვანა იგეგმება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საკადრო კრიზისია! – ამის შესახებ „თაიმერს“ ე.წ. აფხაზურ პარლამენტთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა. როგორც წყარო ამბობს, რაულ ხაჯინმა, რომელიც პრორუსულ პოლტიკას ატარებს, იმ შედეგებს ვერ აღწევს, რაც კრემლმა დაავალა. საუბარია კერძო საკუთრების უცხოელებზე, კერძოდ, რუსებისთვის მიყიდვაზე.
როგორც ჩვენი წყარო აცხადებს , 5 მაისს, აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტ ვადიმერ პუტინს ელოდნენ, თუმცა უცნობი მიზეზების გამო, ვიზიტი 24 მაისისთვის გადაიდო.
„მაქვს ინფორმაცია, რომ პუტინის სოხუმში ჩასლამდე, ხაჯინბა საკადრო ცვილილებებს განახორციელებს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა საკადარო ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეული დირექტივები პირადად პუტინისგან მიიღოს,“ – ამბობს „თაიმერის“ წყარო, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობს და დასძენს, რომ ხაჯინბას ერთგულთა წრე ნელ-ნელა ვიწროვდება. ამიტომ არსებობს მოლოდინი, რომ ხაჯინბამ „პრემიერის“ პოსტი თავის, პრაქტიკულად, ერთადერთ თანამოაზრეს, თემურ ნადარიას შესთავაზოს.

nadaraia

ნადარიას აფხაზეთში ომის დროს 100-ზე მეტი ქართველი ჰყავს მოკლული და, შესაბამისად, ლეონის ორდენის კავალერია. (ლეონის ორდენს მხოლოდ იმ შემთხვევაში ანიჭებენ, თუკი პირს ასზე მეტი ქართველი ჰყავს მოკლული და ამას იმით ამტკიცებდა, რომ მოჭრილი ყური, ან ხელი მიჰქონდა) იგი, აგრეთვე, მუშაობდა გალის რაიონში ქართული სკოლების დახურვის საკითხზეც. ნადარია აქტიურად იბრძოდა ყოფილი პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას სდებდა. ხაჯიმბასგან განსხვავებით, ნადარიას მიმართ დამოკიდებულება აფხაზურ პოლიტიკურ ელიტაში არაერთგვაროვანია.

გახდება თუ არა ნადარია დე ფაქტო პრემიერი, ამას დრო გვიჩვენებს.

„ბოლო დროს სოხუმის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთერთობა იმდენად დაიძაბა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკა დაპირისპირების ზღვარამდეა მისული,“ – ამბობს ჩვენი წყარო და „თაიმერს“ ექსკლუზიურად იმასაც ეუბნება, რომ რუსეთი, რომელსაც 2016 წლის არჩევნებზე საქართველოში პრორუსული ძალების გამარჯვება სურს, აფხაზეთში შექმნილ რთულ ვითარებას საკუთარი მიზნისთვის იყენებს. კერძოდ, მოსკოვის ემისრებმა აფხაზური პარლამენტის ე.წ. სომხური კლანის მეშვეობით, მოახდინეს საკითხის ინიცირება, რომელიც ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების აღდგენას და თბილისში ოქტომბრის არჩევნებამდე აფხაზეთის სამთავრობო დელეგაციის ჩასვლას გულისხმობს.

IRI: გამოკითხულთა 24%-ს პრობლემების მომგვარებლად "ოცნება" მიაჩნია, 10%-ს - ენმ
„სწორედ ამას უკავშირდება ბოლო დროს აფხაზური მხარის წარმომადგენელთა ინტენსიური ვოიაჟები მოსკოვში. რუსეთის დედაქალაქში იმედოვნებენ, რომ ქართულ-აფხაზური დიალოგის ფორმალური აღდგენა საქართველოში პრორუსული ძალების რეიტინგის ზრდას ხელს შეუწყოს და რუსეთის იმიჯზეც დადებითად აისახება,“ – ამბობს „თაიმერის“ წყარო და აქვე, დასძენს, რომ ამჟამად, სოხუმში იმ აფხაზური დელეგაციის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც თბილისში უნდა გამოეგზავროს, თუმცა დელეგაციის საბოლოო შემადგნელობა სოხუმში პუტიის ვიზტის შემდეგ გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში ენერგო პრო ჯორჯიას ბილინგ მენეჯერი პოლიციელს ძაალდობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია(video) უზურდელო, თახსირო-დაპირისპირება და ურთიერთ შეურაცხყოფა ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში