წალენჯიხა-ლია-ფახულანის სახიდე გადასასვლელის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ფაზაშია

შიდასახემწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ლია-ფახულანის
საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე, მდ. ენგურზე არსებული სახიდე
გადასასვლელის ნაცვლად, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის
სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,Construction Service” ასრულებს.
ენგურზე გადასასვლელი ხიდი მასშტაბური პროექტია და მისი ბიუჯეტი 4 598 904.86 ლარია. სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.
ახალი ხიდი სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სატრანსპორტო მოთხოვნებს. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია , სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ( ნუკრი) ხასია.

banner
წინა სტატიაშიდავით თინიკაშვილი: ქართულმა მართლმადიდებლობამ საკუთარი თავისგან კიდევ მეტად განიზიდა ახალგაზრდობა
შემდეგი სტატიათბილისში, აგლაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია