წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო გზის მე-10 კილომეტრზე, მდინარე ენგურზე ახალი ხიდი შენდება

შიდასახემწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო გზის მე-10 კილომეტრზე, მდინარე ენგურზე ახალი ხიდი შენდება. სამუშაოები შესაბამისო რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობა.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

არსებული ხიდი ავარიული იყო და აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას. ახალი ალტერნატიული ხიდი კი სრულად დააკმაყოფილებს სატრანსპორტო მოთხოვნებს.

მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია.

banner
წინა სტატიაშიეს ჩემთვის უკიდურესად მძიმეა – გახარია უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებაზე
შემდეგი სტატიაგიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა და ის ფაქტი, რომ მისი მკვლელი დღემდე დაუსჯელია, არის ოკუპაციის რეალური სახე