წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს

ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო!

გილოცავთ ახალი წლის დადგომას! მშვიდობის, კეთილდღეობისა და წარმატებების წელი ყოფილიყოს 2019 წელი ყოველი თქვენგანისთვის,თქვენი ძვირფასი ოჯახებისთვის და ჩვენი საყვარელი სამშობლოსთვის!

იწურება 2018 წელი, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის.ქართული სახელმწიფოს წარმატების საფუძველი ჩვენი ერთსულოვნება, ჩვენი ერთობაა, ქვეყნის მიმართ ყველა ჩვენგანის – ხელისუფლებისა და მოქალაქეების პასუხისმგებლობა და ერთგულებაა. ჩვენ ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია და დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთად დგომა, რომ ჩვენი სამშობლო ვაქციოთ ძლიერ ევროპულ სახელმწიფოდ.

მეგობრებო, იცით, რომ 2018 წელი მძიმე იყო , მაგრამ ჩვენ შევძელით ამ ურთულეს პერიოდში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში. ეს კი, რა თქმა უნდა, მომავალი წარმატების საფუძველი იქნება.

ჩვენმა ხელისუფლებამ არსებითად შეცვალა პრიორიტეტები და მიდგომები-პირველი ნაბიჯები გადავდგით სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ. განვახორციელეთ მნიშვნელოვანი სოციალური პროექტები, განვახორციელეთ პროექტები ჯანდაცვაში, ეკონომიკაში, განათლებაში, სოფლის მეურნეობაში, რომლებსაც წლების განმავლობაში არავინ აქცევდა ყურადღებას. მაგრამ, ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის, ჩვენი ხალხი მეტს იმსახურებს და ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს მოქალაქეები, რომლებსაც რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება .

მინდა ახალი წლის დადგომა მოგილოცოთ ყველას! ვულოცავ ჩვენს ძვირფას პედაგოგებს და ექიმებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და პოლიციელებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად ემსახურებიან საქართველოს. ახალი წელი მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს! მჯერა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც მოვიპოვებთ ერთმანეთის ნდობას და ვიზრუნებთ ჩვენი საერთო სამშობლოსთვის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის.

ახალ წელს ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს! თქვენ ამ ქვეყნის იმედი და მომავალი ხართ! მინდა იცოდეთ, რომ თქვენი წარმატებები ჩვენი ქვეყნის წინსვლის საწინდარია!

განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ ახალ წელს ჩვენს უფროს თაობას, რომელმაც მთელი თავისი უნარი, შრომა და გამოცდილება ქვეყნის სამსახურს შეალია. მინდა, დიდი პატივისცემით და სიყვარულით მივულოცო ახალი წელი ჩვენს ძვირფას ვეტერანებს.

2018 წელი ნამდვილად იყო წინსვლის წელი. იყო შეცდომებიც, მაგრამ მე მჯერა, რომ ახალი წელი კიდევ უფრო კარგი წელი იქნება! დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინ საუკეთესო დღეები გველოდება!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალ წელს, კეთილდღეობასა და წარმატებებს გისურვებთ!”

გოგა გულორდავა

banner
წინა სტატიაშიკობა გვენეტაძე – მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს