შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge დეკემბერი 31, 2018 19:57

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საახალწლო კონცერტთან
დაკავშირებით მიმდინარე წლის 31 დეკემბერს, 22:00 საათიდან, თბილისში,
რუსთაველის გამზირის და ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე
ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება, კერძოდ: ფილარმონიის დიდი
საკონცერტო დარბაზიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომანქანები
იმოძრავებენ ელბაქიძის დაღმართზე, ხოლო თავისუფლების მოედნიდან
ფილარმონიისკენ მიმავალი ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ჭანტურიას ქუჩის
გავლით, სასურველი მიმართულებით.

მოძრაობა, ასევე, აკრძალული იქნება რუსთაველის გამზირის ყველა მკვეთ
ქუჩაზე.

ავტომანქანების მოძრაობა კონცერტის დასრულებისთანავე აღდგება.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო
უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge დეკემბერი 31, 2018 19:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,641
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics