ტრუდო – კანადა გმობს ირანის საჰაერო თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით

კანადა ისრაელის გვერდით დგას, ირანის თავდასხმა აჩვენებს ირანის რეჟიმის მიერ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უგულებელყოფას, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

„კანადა ცალსახად გმობს ირანის საჰაერო თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით. ირანის უახლესი ქმედებები რეგიონში დესტაბილიზაციას მოახდენს და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას კიდევ უფრო გაართულებს. მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი ამ თავდასხმებისგან“,- აღნიშნა ტრუდომ.

ამასთან, ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა აგრძელებს სიტუაციის „მჭიდრო მონიტორინგს“ და რჩება „კონტაქტში მოკავშირეებთან“.

banner
წინა სტატიაშიგალანტი -ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა – უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე, მზად უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის
შემდეგი სტატიაისააკ ჰერცოგი მადლიერებას გამოხატავს სამხედროების მიმართ, ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული თითქმის ყველა რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიებისთვის