ისააკ ჰერცოგი მადლიერებას გამოხატავს სამხედროების მიმართ, ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული თითქმის ყველა რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიებისთვის

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა მადლიერება გამოხატა სამხედროებისა და ისრაელის მოკავშირეების მიმართ ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული თითქმის ყველა რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიებისთვის.

„დალოცვილები იყავით ძვირფასო ჯარისკაცებო, ისრაელის თავდაცვის ძალებო. გლოცავთ ერების კოალიციავ, რომელსაც აშშ და მისი პრეზიდენტი, ო ბაიდენი ხელმძღვანელობს. დაგლოცავთ თქვენ, ისრაელელო ხალხო, განსაკუთრებული გამძლეობის გამოვლენისთვის. სიკეთის ძალები ერთად დაამარცხებენ ბოროტ ძალებს“, – წერს ისრაელის პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

banner
წინა სტატიაშიტრუდო – კანადა გმობს ირანის საჰაერო თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით
შემდეგი სტატიაისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს