გალანტი -ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა – უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე, მზად უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებთან ოპერატიული სიტუაცია შეაფასა.

“შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ჩვენ მოვახერხეთ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის დაცვა. მოყენებულ ზიანი ძალიან მცირე იყო – ეს არის ისრაელის თავდაცვის ძალების შთამბეჭდავი ოპერაციების შედეგი”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, სამხედრო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.

”ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა – უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ყურადღება ისრაელის თავდაცვის ძალებისა და Homefront Command-ის მიერ გამოქვეყნებული ინსტრუქციების მიმართ. მზად უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის. ჩვენ შევაჩერეთ თავდასხმის ყველაზე მნიშვნელოვანი ტალღა და ჩვენ ეს წარმატებით გავაკეთეთ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი – ჩვენი არაჩვეულებრივი დედა ენა არის ის, რაც გვაერთიანებს და რაც კიდევ ძალიან დიდხანს იქნება ჩვენი ძალა და ენერგია
შემდეგი სტატიატრუდო – კანადა გმობს ირანის საჰაერო თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით