ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის განცხადება უცნაურია, ვინაიდან პაცინტებს აღენიშნებათ მძიმე სახის დაზიანებები აღენიშნებათ

ჩნდება ეჭვი, ხომ არ ხდება ამ ადამიანებზე ზეწოლა, რათა შემსუბუქდეს ის ვითარება, რომელიც უკავშირდება ამ კრიმინალურ ფაქტს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.

ის ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის განცხადებას გამოეხმაურა და მას უცნაური უწოდა.

„უცნაურია ეს განცხადება, ვინაიდან პაცინტებს აღენიშნებათ მძიმე სახის დაზიანებები. ასევე მათ აღენიშნება სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელია ტვინის შერყევის შემთხვევებისთვის – ეს არის გულისრევა, დამოუკიდებლად გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობა. ისინი დამოუკიდებლად ვერ ჭამენ. რაც მთავარია, თვითონ ითხოვენ ექიმებისგან მიეცეთ საშუალება სამედიცინო დაკვირვების ქვეშ კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩნენ.

ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ სამედიცინო პერსონალს, რომ შეასრულონ საკუთარი მოვალეობები და უზრუნველჰყონ პაციენტების მკურნალობა”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში განაცხადეს, რომ ახალქალაქში ინციდენტისას დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ კლინიკის დატოვების რეკომენდაციას აძლევენ.

პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას“ ინფორმაციით, ახალქალაქში მათი ოთხი აქტივისტი სცემეს. მათივე განცხადებით, საარჩევნო შტაბს თავს დაესხა ჯგუფი, დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის ხელმძღვანელობით.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების მშენებლობის პროცესი გრძელდება
შემდეგი სტატიაგამოძიების დაწყების დაკავშირება არჩევნებთან საფუძველს მოკლებულია – რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამას პირველ ტურთან?